თქვენი ჯავშნები საკომისიოს გარეშე
საკუთარი ჯავშნის გვერდი bookup.ge/თქვენი-სახელი და ერთი კალენდარი ყველა ბინისთვის. 39 ₾ თვეში, რამდენი ჯავშანიც არ უნდა მიიღოთ.

ზარები, მესიჯები, რვეული: ყველაფერი ერთ კალენდარში
ერთი სტუმარი Facebook-ზე გწერთ, მეორე გირეკავთ, თარიღებს კი რვეულში ან Excel-ში იწერთ. ერთი შეცდომა და ერთ ღამეზე ორი სტუმარი გყავთ. Bookup-ში ყველა ჯავშანი ერთ კალენდარში ხვდება და ერთი თარიღი ორჯერ ვერ დაიჯავშნება.
განმეორებითი სტუმარი პირდაპირ თქვენთან მოდის
სტუმარს, რომელსაც თქვენთან მოეწონა, შემდეგ ჯერზე ბმულს უგზავნით. ის თქვენს გვერდზე ხედავს თავისუფალ თარიღებს და ფასს და პირდაპირ დაჯავშნის, საკომისიოს გარეშე.
- გვერდზე თქვენი სახელი და ლოგოა, არა სხვისი.
- ქირის თანხას სტუმარი პირდაპირ თქვენ გიხდით.
- ყოველ დადასტურებულ ჯავშანზე სტუმარი ინვოისს იღებს თქვენი სახელით.
ყველაფერი, რაც დღიური გაქირავებისთვის გჭირდებათ
სამი ენა
გვერდი, შეტყობინებები და პირობები ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
ლარი, დოლარი, ევრო
უცხოელ სტუმარს ფასს მისთვის ნაცნობ ვალუტაში აჩვენებთ.
სეზონური ფასები
შაბათ-კვირისა და სეზონის ფასს ერთხელ აყენებთ, სისტემა თავად ითვლის.
ფასი არ იცვლება
სტუმარი იხდის იმ ფასს, რომელიც ჯავშნისას ნახა.
თქვენ წყვეტთ
ჯავშანი მყისიერად დადასტურდეს, ან ჯერ თქვენ დაადასტუროთ.
გაუქმების პირობები
მკაცრი, საშუალო ან მოქნილი შაბლონი, ან თქვენი ტექსტი.
შეხსენება სტუმარს
ჩამოსვლამდე სტუმარი შეხსენებას იღებს.
საჭირო ინფორმაცია
ჯავშნისას სტუმარს სთხოვეთ ჩამოსვლის დრო, პასპორტის მონაცემები ან სხვა, რაც გჭირდებათ.
თანამასპინძელი
მენეჯერს მიეცით მხოლოდ კალენდრის ან ჯავშნების უფლება.

ზამთრის სეზონი ერთ კალენდარში
სეზონის ფასები და შაბათ-კვირის ფასები ერთხელ დააყენეთ, დანარჩენს კი სისტემა ითვლის. Bookup-ში ორმაგი ჯავშანი შეუძლებელია: საახალწლო ღამე ორ სტუმარზე ვერ დაიჯავშნება.
გვერდი სეზონამდე მოამზადეთ, რომ ზამთრის სტუმარს ბმული უკვე ჰქონდეს.
სამი ნაბიჯი და გვერდი მზადაა
დარეგისტრირდით
აირჩიეთ მისამართი: bookup.ge/თქვენი-სახელი.
დაამატეთ ბინები
ფასი, თარიღები, გაუქმების პირობები.
გაუზიარეთ ბმული
გაუზიარეთ სტუმრებს Instagram-ზე, Facebook-ზე ან მესიჯში.
ფიქსირებული ფასი, საკომისიოს გარეშე
1 ბინა · თქვენ + 1 თანამასპინძელი
5-მდე ბინა · თქვენ + 2 თანამასპინძელი
ხშირი კითხვები
პასუხი ვერ იპოვეთ? მოგვწერეთ და სამუშაო დღეს 2 საათში გიპასუხებთ.
სხვა ჯავშნის საიტებზეც ვარ. Bookup-ს როგორ გამოვიყენებ?
Bookup სხვა პლატფორმების კალენდართან ავტომატურად არ უკავშირდება, ამიტომ თარიღებს ხელით ბლოკავთ: თუ თარიღი სხვა საიტზე დაიჯავშნა, Bookup-ის კალენდარში ის დაბლოკეთ. Bookup-ის შიგნით ორმაგი ჯავშანი შეუძლებელია. ახალი სტუმარი შეიძლება სხვა საიტზე გიპოვოთ, განმეორებითი კი პირდაპირ თქვენს გვერდზე დაჯავშნის, საკომისიოს გარეშე.
სტუმარი როგორ იხდის?
პირდაპირ თქვენ, ისე, როგორც შეთანხმდებით. დადასტურებისას სტუმარი ინვოისს იღებს თქვენი სახელითა და საბანკო რეკვიზიტებით. Bookup ქირის თანხას არ ეხება.
უცხოელი სტუმარი გაიგებს გვერდს?
დიახ. გვერდი, შეტყობინებები და გაუქმების პირობები ქართულად, ინგლისურად და რუსულად არის, ფასის ჩვენება კი ლარში, დოლარში ან ევროში შეგიძლიათ.
სტუმრები ჩემს გვერდს როგორ იპოვიან?
Bookup კატალოგი არ არის. ბმულს თქვენ უზიარებთ: Instagram-ზე, Facebook-ზე, მესიჯში ან სტუმარს წასვლისას.
რამდენი ბინის დამატება შემიძლია?
Starter-ში 1 ბინა, Professional-ში 5-მდე. უფასო 7 დღეში 5-მდე ბინის დამატება შეგიძლიათ. 6 ან მეტი ბინისთვის დაგვიკავშირდით.
მენეჯერს ყველაფრის ნახვა შეეძლება?
არა, მხოლოდ იმის, რასაც თქვენ მისცემთ: კალენდარი, ჯავშნების დადასტურება, ფასები, ბინები, ანალიტიკა ან გუნდის მართვა. თითოეული ცალკე ირთვება.
ტელეფონიდან მართვა შემიძლია?
დიახ, Bookup ტელეფონში აპლიკაციასავით მუშაობს. ახალ ჯავშანზე შეტყობინება ელ.ფოსტაზე და ტელეფონზე მოგივათ.
რა ხდება 7 დღის შემდეგ?
თუ პაკეტს არ აირჩევთ, ანგარიში მხოლოდ სანახავი ხდება და გვერდი ახალ ჯავშნებს აღარ იღებს. არსებული ჯავშნები შენახული რჩება. ბარათი არც ერთ ეტაპზე არ გჭირდებათ: გადახდა ინვოისით ხდება.

შემდეგი ჯავშანი თქვენს გვერდზე
7 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე. 39 ₾ თვეში, საკომისიოს გარეშე.



